გიორგი მარგველაშვილი იტალიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
გიორგი მარგველაშვილი იტალიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიის ქალაქ გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველო იტალიის ხალხსა და მთავრობას სოლიდარობას უცხადებს“, – წერს გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

გენუაში ხიდი ჩამოინგრა, დაღუპულია ათობით ადამიანი.