გიორგი მარგველაშვილი - ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდით, რომ ევროკავშირის ყველა წევრი პოლონური პოზიციით საუბრობდეს
საქართველო არის აღიარებული, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა და ეს უნდა აისახოს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის დეკლარაციაში, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროპელებს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული აქვს და ახლა საინტერესოა ამ ნაბიჯების დინამიკა.
“ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდით, ევროკავშირის ყველა წევრი რომ პოლონური პოზიციით საუბრობდეს. ეს ასე არ არის. დღეს ეს რეალობა არ არის.ეს გასაგებია. ყველა წევრი არი არის ძალიან თამამი. ამ რეალობაში, მთავარია დინამიკის შენარჩუნება.იმედა გაცრუება არ არის სწორი სიტყვა, როდესაც ჩვენ ერის ისტორიულ არჩევანზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლონეთში ჩასვლა გარკვეული პერსპექტივის მომცემია, რადგან აქ არ ლაპარაკობენ რატომ ვერ, აქ ლაპარაკობენ, როგორ უნდა მიაღწიო მიზანს.
“ველოდებით , რომ ევროინტეგრაციის გზაზე ის დინამიკა, რაც ჩვენ ასოცირებით, თავისუფალი ვაჭრობით და თავისუფალი მიმოსვლით შევქმენით, გაიზრდება. ჩვენი ძალა პრობლემების აღიარებაშია. ევროპაში არ არის ყველა მზად მკვეთრი ნაბიჯის გადასადგმელად. ამ ფონზე, უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანაა, აქვს ევროპული პერსპექტივა და გაგრძელდეს ახალი ინსტრუმენტების ძიება, რომლებიც უკვე დასახელებულ ნაბიჯებს და დინამიკას შეინარჩუნებს. ამ პროცესში საქართველო ძალიან ძლიერად გრძნობს თავს. ევროპულ ფორმატებში და ევროპულ ფორუმებზე, საქართველო გამოდის ბევრ მეგობართან ერთად. ესენი არიან ქვეყნები, ესენი არიან პოლიტიკოსები, ვის დღის წესრიგშიც საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია. საქართველოს ერთ-ერთი ასეთი ძლიერი მხარდამჭერია პოლონეთი. პოლონეთი ჩვენს დღის წესრიგს აძლიერებს და საქართველო მარტო არ არის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.