გიორგი მარგველაშვილი ჟან კლოდ იუნკერს ხვდება 
გიორგი მარგველაშვილი ჟან კლოდ იუნკერს ხვდება 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერს ხვდება.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებია.

„საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩამობრძანდა საქართველოში. შეხვედრებზე მთავარი თემა იქნება ის ურთიერთობები, რომლებიც დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს. ასევე , რა უნდა გაკეთდეს ამ ურთიერთობების შემდგომი ინტენსიფიკაციისათვის. უმთავრესი საკითხი, რაზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს არის იმ შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელზეც 2018 წლის მარტში პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის დროს მოხდა შეთანხმება. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. უმაღლესი დონის ფორმატი დაეხმარება საქართველოს ავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტებზე. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს არის აბსოლუტურად სხვა თემა. ეს არის შესაძლებლობების ფანჯრის საკითხი, რომელიც იმ გარემოში უნდა მომწიფდეს, როდესაც წევრი სახელმწიფოებიც იქნებიან მზად პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ეხება ევროკავშირის და ნატო-ს მიმართულებას. მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად იმ დროისათვის, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა იქნება”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.