გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა გიორგი კვირიკაშვილი
ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას, რატომ მიდიხარ, ერთი მხრივ, შეურაცხმყოფელია და ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგოა.
„ყველა ოპოზიციურმა ძალამ ერთნაირად გამოხატა აღშფოთება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ. ოპოზიციას, შეიძლება დიდად არ მოსწონდა ისინი. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამას არ განვიხილავ კერძო ჭრილში, ჩემს ურთიერთობას ბატონ გიორგისთან. ჩემი ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია თქვენ იცოდეთ, მთავარია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რატომ გვყავს, ან არ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.