გიორგი მარგველაშვილი - ჩემ მიმართ შანტაჟის არანაირი მცდელობა არ ყოფილა
მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემ მიმართ შანტაჟის არანაირი მცდელობა არ ყოფილა და ბუნებრივია, ამ მიმართულებით არანაირი გარიგება არ ყოფილა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავებით აშანტაჟებდნენ.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პრეზიდენტი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩუმად იყო, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „გემოვნების საკითხია, ვინ როგორ უყურებს ამ თემას“.
„ვინ როგორ უყურებს ამ თემას, გემოვნების საკითხია. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე კომენტარი და შეფასება მქონდა გაკეთებული. უბრალოდ მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, არანაირი მცდელობა, რომ ვინმეს შანტაჟი მოეხდინა, არ ყოფილა. არც რაიმე გარიგება ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.