გიორგი მანველიძე - „ქართული ოცნებიდან“ თემურ კახიძის გარიცხვა დიდი ხანია, გადაწყვეტილია, ის პარტიის შიდა ინფორმაციას ოპოზიციას აწვდიდა
„ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მანველიძე აცხადებს, რომ პარტიის ყოფილ წევრი თემურ კახიძე, რომელიც დღეს „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა, პარტიის შიდა ინფორმაციებს ოპოზიციას აწვდიდა.
მისი განცხადებით, კახიძის პარტიიდან გარიცხვა დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო.
„კახიძის გარიცხვის გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია, რამდენჯერმე იყო შემჩნეული, რომ შიდაპარტიული ინფორმაცია მან ოპოზიციას მიაწოდა, პრაქტიკულად იგი ბოლო პერიოდში გარიყული იყო მმართველი გუნდიდან, ეს არ არის დანაკლისი, მას სურს და შეუძლია, იყოს კრიმინალ უგულავასთან ერთად“, – განაცხადა გიორგი მანველიძემ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე დღეს „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში კახიძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ განაცხადეს.