გიორგი მამარდაშვილი ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე - მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი
გიორგი მამარდაშვილი ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე - მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ნაკრებისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარის გადაცემისთვის მადლობელია როგორც თავად, ისე ნაკრების თითოეული წევრი.

გიორგი მამარდაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემას.

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრის გამო. კარგი იქნება, თუ კიდევ მეტი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს. მნიშვნელოვანია, გამოჩნდა რამხელას ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გადაეცემოდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრების წევრებმა აღნიშნული თანხა, პრემიის სახით, უკვე მიიღეს.