გიორგი ლომია - „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხზე ბრალდებები უსაფუძვლოა
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია აცხადებს, რომ პარტია არც რუსეთიდან და არც სხვა ქვეყნიდან არ ფინანსდება.
როგორც ჟურნალისტებს ლომიამ განუცხადა, პარტიის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის.
„პატრიოტთა ალიანსი“ფინანსდება პარტიაში მყოფი ბიზნესმენების წრიდან, ასევე სახელმწიფო დაფინანსებას იყენებს. რუსეთთან მიმართებით აბსურდული ბრალდებები იყო. არც რუსეთიდან და არც სხვა ქვეყნიდან პარტიის ბიუჯეტში არანაირი დაფინანსება არ შემოდის. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „პატრიოტთა ალიანსს“ ებრძვის და როგორ შეიძლება, ხელისუფლების სატელიტი ვიყოთ? თავის დროზე ბუნებრივი პარტნიორები ვიყავით, მაგრამ დღეს ბუნებრივი პარტნიორებიც აღარ ვართ. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა“, – განაცხადა ლომიამ.