გიორგი ლობჟანიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად არასწორი თარგმანის გავრცელებისა, თბილისში ირანელი მომღერლის კონცერტი მაინც აჩენს რამდენიმე კითხვას
აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობაჟანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანელი მომღერლის სიტყვები, რომელსაც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, არასწორად არის თარგმნილი.
„გადამევსო პირადი შეტყობინებების სივრცე ამ გამოშტერებული ამირ თათლუს ვიდეოთი. საინტერესოა, ვინ თარგმნა ის ტექსტი, რომელიც ამ ვიდეოს ტიტრებად ადევს; ვინ არის საქართველოში ირანული ჟარგონისა და არგოს ისეთი მცოდნე, რომ იქ, სადაც ადამიანი ამბობს, მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო, – ვიღაც თარგმნის: მე რომ მოვწიო, ამათ რა ჩემი ის იმასუნდამიქნანო“,- წერს გიორგი ლობჟანიძე.
ამასთან, როგორც ლობჟანიძე წერს, მიუხედავად არასწორი თარგმანის გავრცელებისა, თბილისში ირანელი მომღერლის კონცერტი მაინც აჩენს რამდენიმე კითხვას.
„მე არავის ვიცავ, მითუმეტეს, განგრეულ ნარკომანს, რომელიც რას ბოდავს, თვითონაც ვეღარ იგებს, მაგრამ რამდენიმე პრინციპული შეკითხვა მაინც გამიჩნდა: ვინ (კონკრეტულად რომელი პიროვნებები და ორგანიზაციები) უკეთებენ ირანელი მომღერლების კონცერტებს ორგანიზებას საქართველოში; ვინ აქირავებს ფილარმონიისა და სპორტის სასახლის შენობებს ირანელ მომღერლებზე, რა პირობებითა და რომელი კანონის საფუძველზე; და რაც მთავარია – ვის აძლევს ხელს ირან-საქართველოს დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობების დაძაბვა. რატომ ტეხენ ისტერიკას იმ თითიდან გამოწოვილ პრობლემაზე, რომელიც გონიერი და მიზანდასახული მთავრობების პირობებში შეიძლებოდა ცივილიზებულად, სულ სხვა დონეებზე გადაწყვეტილიყო და არა ასეთი ღრიანცელით, რომელსაც დროდადრო მართავენ პროფესიით პატრიოტები, სამშობლოს სიყვარული რომ მხოლოდ თავისი ექსკლუზიური უფლება ჰგონიათ, ყველგან კატები ელანდებათ და პრინციპულად არც გაემტყუნებათ დღევანდელი საქართველოს ძალიან ბნელ ოთხაში“,- წერს აღოსავლეთმცოდნე გიორგი ლობაჟანიძე.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფილარმონიაში გამართული კონცერტის ვიდეო, სადაც თითქოს ირანიდან ჩამოსული მომღერალი საქართველოსა და ქართველებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს.