საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტეხასის შტატში Sutherland Springs-ის ეკლესიაში თავდასხმისას დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს.
„ვიზიარებთ ტეხასის შტატში, Sutherland Springs-ის ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ამერიკელი ხალხის ტკივილს“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ტეხასის პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსში თავდასხმა 5 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში საკვირაო მესის მსვლელობისას შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.