გიორგი კვირიკაშვილი აღდგომას ულოცავს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღდგომას ყველა იმ თანამოქალაქეს ულოცავს, ვინც დღეს დღესასწაულს ზეიმობს.
„აღდგომას ვულოცავ ჩვენს იმ თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.უფლის აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების, მარადიული სიცოცხლის რწმენას უკავშირდება და ადამიანებს სიხარულით ავსებს.
ყველას ვუსურვებ სულიერ სიძლიერესა და ბედნიერებას”,- აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.