გიორგი კვირიკაშვილი ვიქტორ ორბანს და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს და მის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა და ორმხრივი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელი მომღერლების მიერ შესრულებული ქართული საგალობლის ვიდეოსაც აქვეყნებს და წერს, რომ ეს ქვეყნებს შორის მეგობრობის სიმბოლოა.
„უნგრელი მომღერლების მიერ ქართული საგალობლის ასეთი პროფესიონალიზმით შესრულება ნამდვილად არის ჩვენს ერებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრობის სიმბოლო“, – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.