გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის ახალ სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე, ხაზი გაესვა რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების პროცესში აქტიურ თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.