გიორგი კვირიკაშვილი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობით დაინტერესებაზე ინფორმაციას IOC-ის პრეზიდენტს მიაწვდის
საქართველო ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობითაა დაინტერესებული.
ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ( IOC) პრეზიდენტს ტომას ბახს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მიაწვდის. შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი შვეიცარიიდან იუწყება, კვირიკაშვილო ბახს იმ პოტენციალს გააცნობს, რომელიც საქართველოს სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით აქვს. დღესვე პრემიერ-მინისტრი ლოზანაში ოლიმპიურ მუზეუმს დაათვალიერებს.
უკვე ხვალიდან კი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩაერთვება.
იგეგმება შეხვედრები ინვესტორებთან და პოლიტიკოსებთან და სიტყვით გამოსვლა დისკუსიაზე სახელწოდებით Strategic Outlook: Eurasia.