გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის დონალდ ტუსკსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.
საქართველო შეუქცევადად განაგრძობს რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ნამდვილად შეუფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
ევროკავშირის საბჭომ მაკროფინანსური დახმარების სახით, საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.