გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის დინამიკური ურთიერთობები გაგრძელდება.
“გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ დინამიკური ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა სფეროში ჩვენი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ჩვენი ერების და სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარ გვერდზე.
საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში გუშინ ჩატარდა. პრეზიდენტის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძოდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ამომრჩეველთა 86 პროცენტის მხარდაჭერით მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმარჯვებს.