გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება
გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება.

ღონისძიებას, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრება.

დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კვლევის  – “საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგებს გააცნობენ.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, კვლევაში მონაწილეობდა 70 კომპანია  და მიზანი საქართველოს ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა იყო.

“ძალიან ბევრი მიღწევაა, თუმცა არის საკითხები, რომელთა გამოსწორებაც კარგი იქნება. მიზანი არის, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესსექტორს შორის მეტი კომუნიკაცია არსებობდეს. ბიზნესი გარემოს აფასებს დადებითად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბიზნესისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხები და პრობლემებიც, რასაც ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. სწორედ ამ კვლევის შედეგებს გავაცნობთ პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს”, – განაცხადა ჭირაქაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც შეხვედრა დახურულ რეჟმში გაგრძელდება.