გიორგი კვირიკაშვილი - 4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობით, ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ
ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა და განსაზღვრულია იმისთვის, რომ დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე, ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველ სხდომაზე განაცხადა.
„2017 წლის განმავლობაში 4-პუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, წამყვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის და დარწმუნებული ვარ, 4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობით, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ ქვეყანას და შემდგომი სამი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძლებთ თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.