გიორგი კვირიკაშვილი – 4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობით, ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ

11:06, 27.12.2017

ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა და განსაზღვრულია იმისთვის, რომ დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე,  ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის  ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„2017 წლის განმავლობაში 4-პუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, წამყვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის და დარწმუნებული ვარ,  4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობით, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ ქვეყანას და შემდგომი სამი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძლებთ თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი