გიორგი ხოჯევანიშვილი - შესაბამის სამსახურებთან მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა ყველა პრევენციული ღონისძიება დროულად გატარდეს
გიორგი ხოჯევანიშვილი - შესაბამის სამსახურებთან მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა ყველა პრევენციული ღონისძიება დროულად გატარდეს

შესაბამის სამსახურებთან მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა მოხდეს ყველა პრევენციული ღონისძიების ჩატარება და ყველა ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული, – ამის შესახებ შიდაქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში თვითიზოლაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათი მაქსიმალური კონტროლი მოხდება.

„შესაბამის სამსახურებთან მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა მოხდეს ყველა პრევენციული ღონისძიების ჩატარება და ყველა ნაბიჯის დროულად გადადგმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული, რომ ადგილზეც იგივე ნაბიჯები გადაიდგას. გადასადგმელი ნაბიჯებია, რომ მაქსიმალურად მოვუწოდოთ საზოგადოებას თვითიზოლაციისკენ თუ ამის საჭიროებაა, მოხდეს მათი მაქსიმალური კონტროლი და საზოგადოების მხრიდან იყოს სოლიდარობა გამოჩენილი მსგავსი საკითხების მიმართ. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება თითოეული მიმართულებით, იქნება ეს ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის კუთხით თუკი რეგიონში რაიმე ტიპის საჭიროება წარმოიშვება, რათა ყველა საკითხს მაქსიმალურად დროულად მივხედოთ და ადგილზე დავარეგულიროთ“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.