გიორგი ხოჯევანიშვილი - სამხედრო ჰოსპიტალის ექთნის ირგვლივ „კოვიდ-19“-ის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია
სამხედრო ჰოსპიტალის ექთნის ირგვლივ „კოვიდ-19“-ის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია, განაცხადა შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, კარანტინში და თვითიზოლაციაში გადაყვანილია 105 ადამიანი და მათზე სამედიცინო დაკვირვება გრძელდება.
შიდა ქართლის საოპერაციო-საკოორდინაციო შტაბის მიერ მიმდინარეობს სამუშაოები აგრარული და სამეურნეო ბაზრების გასახსნელად. აგრარული ბაზრები მუშაობას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სრულად მოხდება ყველა რეგულაციის გათვალისწინება.