გიორგი ხოჯევანიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ არ მიაწოდა საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რატომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, ეს მიდგომა არ იმსახურებდა მხარდაჭერას
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, თუ რატომ დატოვა თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხოჯევანიშვილის თქმით, სწორედ ეს მიდგომა არ იმსახურებდა მათი მხრიდან ახალი კანდიდატის მხარდაჭერას.
„ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, თუ რატომ დატოვა პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ, რატომ უცვლის იგი სავარძელს მის მოდგილეს. სწორედ ეს მიდგომა ჩვენი მხრიდან არ იმსახურებდა მოწონებას და მხარდაჭერას. მათი არგუმენტი ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა. დარწუნებული ვარ, რომ უმრავლესობის წევრებისთვისაც არ იყო მისაღები ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა მათი ინფორმირება“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა გუშინ აირჩიეს. მის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგ წავიდა. ექვსივე დეპუტატი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან. კერძოდ, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა.