გიორგი კანდელაკი - საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მოქალაქეების გატაცების ერთადერთი წამალი არის, თუ ოკუპანტს საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემა შეექმნება
საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მოქალაქეების გატაცების ერთადერთი წამალი არის ის, თუ ოკუპანტს საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემა შეექმნება და თავის ტკივილი გაუჩნდება, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ოკუპანტს დღეს მსგავსი პრობლება არ აქვს.
„დღეს ასეთი თავის ტკივილი და პრობლემა არ აქვს, რადგან უმაღლეს დონეზე, მაკრონს შეხვდა პუტინი და სიტყვა – საქართველო არც კი ყოფილა ნახსენები, არათუ განხილული. მით უმეტეს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი ევროკავშირის სახელით საფრანგეთის პრეზიდენტმა მოაწერა. თუ ამ დონეზე არ დგას საქართველოს საკითხი და რუსეთს პრობლემა არ აქვს, საოკუპაციო ხაზი რატომ არ უნდა გადმოწიოს და ის რატომ არ უნდა გააკეთოს, რასაც აკეთებენ? ოკუპანტს რა უნდა, ვიცით, პრობლემაა ჩვენი მთავრობის მოქმედებაში“, – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.