გიორგი კანდელაკი - ერთადერთი მხარე, ვისაც ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება აწყობს, რუსეთია
„ქართული ოცნება” თავისი თავმჯდომარის კაპრიზების გამო და დიდი ალბათობით, იმის გამო, რომ სურს ასიამოვნოს რუსეთს, ებრძვის ქვეყნის ეკონიმიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს – ანაკლიის პორტს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნება” თავისი თავმჯდომარის კაპრიზების გამო და დიდი ალბათობით იმის გამო, რომ სურს ასიამოვნოს რუსეთს, ებრძვის ქვეყნის ეკონიმიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს – ანაკლიის პორტს. ერთადერთი მხარე, ვისაც ამ პროექტის შეჩერება აწყობს, რუსეთია. ეს ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკის შენელებას და სიღარიბის ვერ დაძლევას მოიტანს. სანამ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, უკეთესად ვერასდროს ვერ ვიცხოვრებთ. გამდიდრებაზე საუბარი, ზედმეტია”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.