გიორგი კანდელაკი - ბოლო დღეების განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის ქცევა სამარცხვინოა
გიორგი კანდელაკი - ბოლო დღეების განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის ქცევა სამარცხვინოა

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მოსაზრებით, ბოლო დღეების განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ქცევა სამარცხვინოა.

როგორც გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო უწყებამ გიორგი გაბუნიას ცუდ საქციელზე განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ეს რა შუაშია? სამინისტროს უამრავი თანამშრომელი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. პუტინის ამ ზიზღით აღსავსე ტყუილების კორიანტელის შემდეგ, ზალკალიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა. ეს რაში წერია? მისი დღევანდელი, დაგვიანებული პასუხი უბრალოდ სადღეგრძელო იყო, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ათასობით წელია არსებობს, ეს დამახინჯებული ფაქტებიაო.

ეს ის პასუხი არ არის, რითაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა მოხდება. როცა გენოციდში გადანაშაულებენ და შენი ქვეყნის დანაწევრებას ამართლებენ, ამას პასუხი სჭირდება და პასუხი ისტორიული ფაქტებია. სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.