გიორგი კახიანი - უვიზო რეჟიმის დაწესებით ჩანს ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ჩვენთან ურთიერთობას
გიორგი კახიანი - უვიზო რეჟიმის დაწესებით ჩანს ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ჩვენთან ურთიერთობას

უვიზო რეჟიმის დაწესებით ჩანს ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ჩვენთან ურთიერთობას, ეს, უპირველესად, პარტნიორულ და მეგობრულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ძალიან პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

„რაც უფრო გავაღრმავებთ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, სოციალურ სფეროზეც გავლენას მოახდენს. ასე რომ, იმ სტრატეგიული პარტნიორების ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩინეთთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა, კიდევ უფრო დავახლოვდეთ. თუ ეს მათი მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციაში გამოიხატება და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის ხელისუფლების ძალიან დიდი მონდომება, რომ ჩვენ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან კიდევ უფრო ახლო და ღრმა ურთიერთობა გვქონდეს“, – განაცხადა კახიანმა.

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.