გიორგი კახიანი - სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ამ დრომდე სწორი დასკვნები ვერ გააკეთა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსიისა და მოლაპარაკებას წარმართვას სხვა ალტერნატივა არ აქვს.
როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ამ დრომდე სწორი დასკვნები ვერ გააკეთა.
„იმედი მაქვს, მალე შესაბამისი დასკვნები ექნებათ. ერთადერთი სწორი გზა პოლიტიკის ქუჩიდან საპარლამენტო ფორმატში გადანაცვლებაა, სადაც შესაძლებლობა გვექნება, დისკუსიები და დებატები მოვაწყოთ, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე. დისკუსიასა და მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. შეუძლიათ, საპროტესტო აქცია გააგრძელონ, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ საკუთარი უფლებების რეალიზება მოახდინონ, თუმცა არ შეიძლება, ამ ყველაფერმა კანონის საწინააღმდეგო სახე მიიღოს. თუ მათი მხრიდან ადგილი კანონის დარღვევას ექნება, ეს გამოიხატება პარლამენტის ფუნქციონირების ხელშეშლაში, პიკეტირებაში, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა სახელმწიფოს ფუნქციონირებას საფრთხე არ შექმნას“, – განაცხადა კახიანმა.