გიორგი კახიანი - სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც კახიანმა პირველ არხს განუცხადა, ზურაბიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოხდება.
„სალომე ზურაბიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას რაც შეეხება, ეს არის რეგლამენტი და პროცედურით გაწერილი წესი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრი დაიკავებს მის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას, პარლამენტი მას უწყვეტს უფლებამოსილებას.
ვინაიდან, ქალბატონი სალომე გუშინდელი დღიდან არის საქათველოს პრეზიდენტი, ცხადია, უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო საქართველოს პარლამენტში. ამ დღეებში შედგება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა და უახლოეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი მას უკვე შეუწყვეტს უფლებამოსილებას“,- აღნიშნა გიორგი კახიანმა.