გიორგი კახიანი - საკონსტიტუციო სასამართლო როცა ამბობს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს პრეზიდენტისთვის ძალიან მძიმე მორალური ტვირთი იქნება
საკონსტიტუციო სასამართლო მარტივი ამოცანის წინაშე იყო და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, „საკონსტიტუციო სასამართლო როცა ამბობს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს მისთვის ძალიან მძიმე მორალური ტვირთი იქნება“.
„დასადგენი იყო მარტივი ფაბულა. ამ ნაწილში კონსტიტუცია დაირღვა და სწორედ ეს თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ. თუ კონსტიტუციის დარღვევაზე განცხადებებს პოლიტიკოსები ვაკეთებდით, დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რაც სამართლებრივად არის დადგენული იმ ორგანოს მიერ, რომელმაც კონსტიტუციის დარღვევაზე უნდა იმსჯელოს. როცა საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს პრეზიდენტისთვის ძალიან მძიმე მორალური ტვირთი იქნება. ამ პროცესის მთავარი მიზანი დადგა, ამას მოჰყვება თუ არა იმპიჩმენტის შეწყვეტა. ეს პრეზიდენტისთვის მძიმე მორალური ტვირთი იქნება, რომელიც მან უფლებამოსულების ბოლომდე უნდა ატაროს. მომავალში პრეზიდენტს თავში იდეად არ უნდა მოუვიდეს კონსტიტუციის დარღვევა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ის, რომ იმპიჩმენტის საკითხზე სხდომას არ დაესწრებიან, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ფრაქციის წევრების მიმართ. საკუთარი ფრაქციის წევრებს არც ენდობიან და მათ სხდომაზე შესვლას უკრძალავენ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.