გიორგი კახიანი - საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური განხილვები ჩერდება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციური განხილვები ჩერდება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რჩება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ეს რა თქმა უნდა ამ პროცესსაც შეეხება. კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური განხილვები ჩერდება. ჩვენ ვართ საყოველთაო სახალხო განხილვის ეტაპზე, ამიტომ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, შეჩერდება და მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საგანგებო მდგომარეობა აღარ იქნება. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა იქნება გამოცხადებული.
საყოველთაო განხილვების ჩატარებასაც არაორდინალურ ვითარებაში ვგეგმავდით, იქნებოდა განსხვავებული განხილვა, თუმცა თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ეს განხილვა მთლიანად შეჩერდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.