გიორგი კახიანი - რიგგარეშე არჩევნები თეორიულადაც რომ იყოს დაშვებული, ამით პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა შემცირდება და „ქართულო ოცნების“ გაიზრდება
გიორგი კახიანი - რიგგარეშე არჩევნები თეორიულადაც რომ იყოს დაშვებული, ამით პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა შემცირდება და „ქართულო ოცნების“ გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ოპოზიციის განცხადებები არასერიოზულია და მათი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი არის მოთხოვნა – მოთხოვნისთვის.

ჟურნალისტებთან საუბარში კახიანი აღნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თეორიულადაც რომ იყოს დაშვებული, რიგგარეშე არჩევნებით პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა შემცირდება, ხოლო „ქართული ოცნების“ გაიზრდება.

„გიორგი ვაშაძის განცხადება უფრო პოპულისტურ განცხადებას ჰგავს, ვიდრე რეალურს, რასაც თავადაც კარგად ხვდება, რადგან ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. ეს არის მცდელობა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ ამ განცხადების ავტორი გამოჩნდეს. ასეთი განცხადებები ადრეც გვახსოვს. ასევე გვახსოვს, ყოველი მორიგი არჩევნების შემდგომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაც. ამას სერიოზულად არავინ უყურებს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ საკითხზე კონსულტაციები არ შეჩერებულა და კარგია, რომ დრო გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ მორიგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით“, – განაცხადა კახიანმა.