გიორგი კახიანი - რაც უფრო ახლოვდება დღე, როდესაც ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსზე, ვხედავთ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან არსებობს მხარდაჭერის გამოხატულებები
გიორგი კახიანი - რაც უფრო ახლოვდება დღე, როდესაც ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსზე, ვხედავთ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან არსებობს მხარდაჭერის გამოხატულებები

ყველა თვალსაზრისით, ხელისუფლების მხრიდან ძალიან მაღალი აქტივობაა, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და რაც უფრო ახლოვდება ეს დღე, როდესაც ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ვხედავთ, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან ასეთი მხარდაჭერის გამოხატულებები არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

ამასთან, კახიანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტი, რადგან იგი არის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ვიზიტები და შეხვედრები, რომელიც პრემიერს ჰქონდა სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან, ჩვენ გვესმოდა მხარდაჭერის გზავნილები. ამიტომ, ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, იმ სასურველ შედეგს მოგვცემს რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.