გიორგი კახიანი - პროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო არა იმიტომ, რომ შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ინტერესს, არამედ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით საზოგადოებამდე მისი სწორად მიტანა
გიორგი კახიანი - პროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო არა იმიტომ, რომ შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ინტერესს, არამედ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით საზოგადოებამდე მისი სწორად მიტანა

„ხალხის ძალის“ პროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო არა იმიტომ, რომ თავისი შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით საზოგადოებამდე სწორედ მიტანა, რას ემსახურებოდა ის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციამ თავისი გააკეთა.

„ფაქტია, რომ როდესაც ასეთი რეზონანსი მოჰყვება ამას და საზოგადოების მხრიდან ასეთი განწყობაა, ბუნებრივია, შეცდომა იყო ამ პროექტის პირველი მოსმენით მიღება არა იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი თავისი შინაარსით არ შეესაბამება ჩვენს დღევანდელ ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისთვის სწორად მიტანა, რას ემსახურებოდა ეს კანონი, რა წერია მასში და იმ დეზინფორმაციამ, პრინციპში, თავისი გააკეთა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ჩვენ თავის დროზე მხარი დავუჭირეთ კანონის ინიციირებას იმ გათვლით და დათქმით, რომ გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში. ეს პროცესი იქნებოდა დროში გაწელილი და შეიძლება გაგრძელებულიყო ნახევარი წელი. ამ ხნის განმავლობაში, ბუნებრივია, გაგრძელდებოდა მსჯელობა და თუ რამე იქნებოდა შესაცვლელი კანონში, შემდგომ ეტაპზე თავისუფლად შეიცვლებოდა. ამ მოლოდინით და ასეთი დათქმით მოხდა ინიციირება, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში ასეთი პროტესტი გამოიწვია, უნდა აღიარო, თქვა, რომ როგორც ჩანს, არასწორი იყო, რაღაც არასწორად გაკეთდა. ამიტომ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ადეკვატური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.