გიორგი კახიანი - პრემიერთან საუბარი იყო როგორც საკადრო, ისე სტრუქტურულ ცვლილებებზე
პრემიერთან იყო საუბარი იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდება საუბარი იყო როგორც საკადრო, ისე სტრუქტურულ ცვლილებებზე, – ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი კახიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პრემიერი განცხადებას გააკეთებს დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ამას კანონში უნდა მოჰყვეს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
„საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელი იქნება. პარლამენტი ჯერ ცვლილებებზე იმსჯელებს და განახორციელებს, შემდეგ კი ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურების დაწყება იქნება შესაძლებელი“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.