გიორგი კახიანი - პარლამენტს ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს და თავის საქმიანობას მშვენივრად უძღვება
პარლამენტს ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს და თავის საქმიანობას მშვენივრად უძღვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
„ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხზე კომენტარის გაკეთებაც კი არასერიოზულად მიმაჩნია. პარლამენტს ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს და თავის საქმიანობას მშვენივრად უძღვება. ამ პროცესის დაწყებას პარლამენტის წევრთა არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, გადაწყვეტილების მიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ხდება“, – განაცხადა კახიანმა.
დღეს დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძეს აკისრებს. ამასთან, დეპუტატი ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურების დაწყებას არ გამორიცხავს.