გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ დაქსაქსულია პოლიტიკურ ჯგუფად და ვნახავთ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შექმნიან ერთ კოალიციას, პრობლემა არის ერთი, ვერ იყოფენ მანდატებს
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაქსაქსულია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფად და ვნახავთ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ერთ კოალიციასაც შექმნიან, გაერთიანდებიან კიდეც და როგორც ერთი გუნდი, ისე წარმოჩნდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, პრობლემაა, რომ ვერ იყოფენ ერთმანეთში მანდატებს.
„ფაქტობრივად, ეს არის ერთი გუნდი და მათ არც არანაირი გაერთიანება სჭირდებათ. ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს დაქსაქსულია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფად და, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ვნახავთ, რომ ერთ კოალიციასაც შექმნიან, გაერთიანდებიან კიდეც და როგორც ერთი გუნდი, ისე წარმოჩნდებიან. რაც შეეხება ფორმალობას, პრობლემა არის ერთ რამეში, რომ ვერ იყოფენ ერთმანეთში მანდატებს, ანუ ამაზეა საუბარი, ფორმალურ გაერთიანებას სჭირდება სიაში შესაბამისი ადგილები. გაერთიანება იქნება თუ ცალკე პოლიტიკურ ჯგუფად წარმოჩენა, დისტანცირება „ნაციონალური მოძრაობისგან“, ისინი სხვადასხვა მაქინაციით ცდილობენ ერთი შედეგის მიღებას, რამენაირად 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახონ“, – აღნიშნა კახიანმა.