გიორგი კახიანი - მიუღებელია, როცა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული შეხვედრებს მართავს გერმანიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში, გაუგებარი იყო ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოების განმარტებებიც
გიორგი კახიანი - მიუღებელია, როცა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული შეხვედრებს მართავს გერმანიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში, გაუგებარი იყო ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოების განმარტებებიც

მიუღებელია, როცა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პიროვნება შეხვედრებს მართავს გერმანიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში ოფიციალურ პირებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორი იქნება, მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირი საქართველოს გადმოეცეს და მსჯავრი საქართველოში მოიხადოს.

„გაუგებარი იყო ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოების განმარტებებიც, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულება და შეხვედრები დიდ აღშფოთებას იწვევს. ადეიშვილი იყო ის პირი, ვინც მძიმე სისტემა შექმნა, საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. ვინც ცდილობს, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები დაამძიმოს, მათ ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამის წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ევროპულმა სტრუქტურებმაც შესაბამისად უნდა იმოქმედონ. სწორი იქნება, მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირი საქართველოს გადმოეცეს. მან მსჯავრი სწორედ საქართველოში უნდა მოიხადოს“, – განაცხადა კახიანმა.