გიორგი კახიანი - მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან მსჯავრს აუცილებლად მოიხდის
მიხეილ სააკაშვილის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია. ადრე თუ გვიან ის მსჯავრს აუცილებლად მოიხდის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლაზე არ უნდა ფიქრობდეს, ვინაიდან, მან საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგა.
როგორც მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არაადეკვატური და არათანმიმდევრული პოლიტიკოსია.
„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება მგონი, გასაგებია. ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის ქმედებებში არაადეკვატური და არათანმიმდევრულია. მისი განცხადებებიდან ერთი მეორეს ეწინააღმდეგება. საერთოდ, სააკაშვილის ადგილს არა თუ პოლიტიკურ ველზე ვერ ვხედავ, არამედ მისი ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია. ქართული სასამართლოების მიერ იგი ცნობილია მსჯავრდებულად და ადრე თუ გვიან ის ამ მსჯავრს უცილებლად მოიხდის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.