გიორგი კახიანი - მათი უფლებაა, კანონის ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი აქციები და აბსურდული მოთხოვნები დააყენონ, ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ
მათი უფლებაა, კანონის ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი აქციები და აბსურდული მოთხოვნები დააყენონ, ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიამ ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვა.
კახიანი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მალე გააცნობიერებს თავისი პოზიციების აბსურდულობას და მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში არიან.
„მათი უფლებაა, რომ კანონის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მოაწყონ შესაბამისი აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე ისინი თავად გაათვიცნობიერებენ თავისი პოზიციების აბსურდულობას, ძალიან მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან და ძალიან მალე დაუბრუნდებიან საარჩევნო პროცესს, ოდნავ მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, – განაცხადა კახიანმა
ამასთან, რაც შეეხება კიდევ ერთ მოთხოვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, კახიანი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არიან.
„პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ გვყავს“, – აღნიშნა კახიანმა.