გიორგი კახიანი - იძულებული გახდნენ, ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეწყვეტაზე პარლამენტის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ, მაგრამ ეს ყველაფერი მარტივად დასრულდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანით ახალს ვერაფერს მიიღებს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციური იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს კახიანმა განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი რომ ამ აქამდე არ შევიდა, კითხვას ეს აჩენს.
„როგორც ჩანს, თავად ხვდებიან, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციურია. მას შემდეგ 12 დღე გავიდა, რაც პარლამენტმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და ამ მომენტამდე ეს გასაჩივრებული არ არის, ვადა ორ დღეში იწურება. საჩივარი რომც შეიტანონ, ეს იმას მაფიქრებინებს, რომ სხვა გამოსავალი არ დარჩათ, რადგან სრულიად ლიგიკურ კითხვას ვსვამდით. თუ ამბობენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, მაშინ ამას საკონსტიტუციო სასამართლოში რატომ არ ასაჩივრებდნენ?! იძულებული გახდნენ, გაესაჩივრებინათ, მაგრამ ეს ყველაფერი მარტივად დასრულდება. საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პარლამენტმა სრულიად კანონიერი და კონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჩანს, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ სხვა გამოსავალი არ დარჩათ, რადგან საჩივრის არ შეტანა კითხვებს აჩენს”, – განაცხადა კახიანმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართა.