გიორგი კახიანი - სამწუხაროა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან უსამართლო შეფასებები, საქართველოს აქვს წინსვლა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით
გამჭვირვალობის კანონის მიღება და ფინანსების დეკლარირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ უკან დახევაა დემოკრატიაში, მაშინ, უბრალოდ, გაუგებარია ასეთი შეფასებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას გუშინდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისივე თქმით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით წინსვლა აქვს.
“სამწუხაროა, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ასეთ უსამართლო შეფასებებს ვისმენთ. არ ვიცი, რა იგულისხმება დემოკრატიისგან უკან დახევაში. გამჭვირვალობის კანონის მიღება და ფინანსების დეკლარირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ უკან დახევაა დემოკრატიაში, მაშინ, უბრალოდ, გაუგებარია ასეთი შეფასებები. არადა, პირიქით, ვხედავთ, მთელ ამ კვლევებში, რომლებიც ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს აქვს წინსვლა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით. ამდენად, ასეთი შეფასებები, უბრალოდ, გაუგებარია“, – განაცხადა კახიანმა.