გიორგი კახიანი - „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერების მხრიდან პარტიის დატოვებას კიდევ უფრო ხშირი ხასიათი ექნება, რაც ლოგიკურია
„ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერების მხრიდან პარტიის დატოვებას კიდევ უფრო ხშირი ხასიათი ექნება, რაც ლოგიკურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი გუნდია და მათი განშორება არ მომხდარა.
„როგორც ჩანს, ამ ადამიანებისთვის „ევროპული საქართველოსთვის“ მხარდაჭერა მიუღებელია. მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” იდენტობა არ უნდათ, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. ამას უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ხშირი ხასიათი ექნება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
“ევროპული საქართველოს” ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა.