გიორგი კახიანი - ევროპარლამენტარების მხრიდან საარჩევნო სისტემაზე გარკვეული კრიტიკა არ მიკვირს, თუმცა ყველაფერს ობიექტური ახსნა აქვს
არ მიკვირს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან საარჩევნო სისტემაზე გარკვეული კრიტიკა იყო გამოთქმული, მაგრამ რაც მოხდა, ყველაფერს ობიექტური ახსნა აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განუცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციური პროექტი რომ ჩავარდა, ეს უმრავლესობის უმრავლესობისთვის ძალიან მტკივნეული იყო.
„მონდომებული ვიყავით, რომ ეს ცვლილებები განხორციელებულიყო. ეს მოცემულობა და რეალობა გვაქვს, სადაც აღმოვჩნდით და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ოპოზიციისთვის კონსტიტუციური პროექტის ჩავარდნა რაც არ უნდა მტკივნეული გადაწყვეტილება იყოს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტის ფუნქციონიერებისთვის ხელის შეშლა თუ პიკეტირება კანონდარღვევაა. არასწორი გზაა მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რაც მიღებული იყო უმრავლესობის მიერ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.