გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო სახე დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა
მთავრობა მზად იყო, შესაბამისი კითხვებისთვის ეპასუხა, თუმცა როგორც განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ იყო კითხვებზე პასუხის მოსმენა, არამედ ეს იყო პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
„დღევანდელი შეხვედრა უნდა ყოფილიყო მთავრობის შემადგენლობის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. დღეს ფრაქციიდან მხოლოდ სამი წევრი იყო წარმოდგენილი. ძირითადად, პარტიული აქტივი ვიხილეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი და მერწმუნეთ, რეგლამენტი ნამდვილად არ ითვალისწინებს იმას, რომ მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დროს შესაძლებელია მთელი პარტიული აქტივი მოიწვიო და ასეთი ფორმატით წარმართო შეხვედრა, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩვენ მაინც ვიყავით მზად იმისათვის, რომ ასეთ ფორმატში წარმართულიყო შეხვედრა.
იყო მზადყოფნა იმისათვის, რომ შესაბამის კითხვებზე გაცემულიყო პასუხები, მაგრამ როგორც განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, როგორც ჩანს, მათი მიზანი არ იყო კითხვებზე პასუხის მოსმენა, არამედ ეს იყო მცდელობა პოლიტიკური შოუს დადგმის.
ელემენტარულად, ადამიანის ღირსებას ეხება და ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელი პარლამენტის შენობაში. არა მხოლოდ პარლამენტის შენობაში, არამედ ზოგადად“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.ა