გიორგი კახიანი - არჩევნების შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ აქვს, ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება
არჩევნების შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ აქვს, ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ საქართველო ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება და ევროკავშირის გზაზე წინსვლა იქნება.
„სანქციებზე გახშირებული საუბარი და განცხადებები, რაც ოპოზიციას აძლიერებს, მხოლოდ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. არჩევნების შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ აქვს, ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება.მ არჩევნების შემდეგ ძალიან მალე დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რაშიც აქამდე ვიყავით და პირიქით, იქნება წინსვლა ევროკავშირის გზაზე. ბიძინა ივანიშვილს არანაირი სანქცია ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას არ შეაცვლევინებს და მასთან სანქციებზე საუბარი არაფრის მომცემია“, – აღნიშნა კახიანმა.