გიორგი კახიანი - არ შეიძლება, რადიკალურ ჯგუფებს საკრებულოს პარალიზების საშუალება მიეცეთ, ეს ნიშნავს ბათუმელების ინტერესების დაუცველობას
გიორგი კახიანი - არ შეიძლება, რადიკალურ ჯგუფებს საკრებულოს პარალიზების საშუალება მიეცეთ, ეს ნიშნავს ბათუმელების ინტერესების დაუცველობას

საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის გათვალისწინებით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას იგეგმება.

კანონპროექტი ჯერ საჯარო არ არის. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განუცხადა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რადიკალურ და დესტრუქციულ ძალებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, პარალიზება მოახდინონ საკრებულოების ან სხვა სფეროს მიმართულებით.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ბათუმში საკრებულოს პარალიზებას ცდილობს.

„ამიტომ, ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ინიციატივას არ ვიცნობ, მაგრამ თუ არსებობს, ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მას მხარს დავუჭერდი, ვინაიდან არ შეიძლება, რადიკალურ ჯგუფებს მიეცეთ საშუალება, საკრებულოს პარალიზება მოახდინონ. საკრებულოს პარალიზება ბათუმელების ინტერესების დაუცველობასა და პროექტების ვერგანხორციელებას ნიშნავს“, – განაცხადა კახიანმა.