გიორგი იანტბელიძე - იმედი მაქვს, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი გუნდით იქნება წარმოდგენილი #1TVSPORT
თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ პირველი კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ გააკეთა.
„საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოიკვეთა ის შემადგენლობა, ვისთან ერთადაც გაგრძელდება მზადება მომავალი საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის. გასახარია ის, რომ ნაკრებში გამოჩნდნენ ახალგაზრდა და პერსპექტიული ფალავნები, რომლებმაც ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები შემოგვთავაზეს.
უახლოეს დღეებში უკვე საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებას დავიწყებთ, შემდეგ კი სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში მივიღებთ მონაწილეობას და სწორედ იქ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით დადგება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. იმედი მაქვს, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი ნაკრებით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.
ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე დღეს გამარჯვებულები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
61 კგ.
1. შოთა ფარტენაძე (აჭარა)
2. დავით აბდალაძე (ქუთაისი)
3. გიორგი ღონიაშვილი (ყვარელი)
3. რამაზ თურმანიძე (აჭარა-ოლიმპიური რეზერვები)
70 კგ.
1. გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)
2.ნიკოლოზ ბუშელაშვილი (ყვარელი)
3. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)
3. დავით ფაცინაშვილი (გორი)
79 კგ.
1.ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
2. ევსემი შველიძე (ხარაგაული)
3. თემო ბერუაშვილი (გორი)
3. ოთარ ადეიშვილი (სამტრედია)
92 კგ.
1. მირიან მაისურაძე (ონი-ოლიმპიური რეზერვები)
2. ანდრო მარგიშვილი (ქარელი)
3. დაჩი ფირუზაშვილი (თბილისი)
3. იუზა ცერცვაძე (ბაღდადი)
125 კგ.
1.გენო პეტრიაშვილი (გორი)
2. სოლომონ მანაშვილი (თბილისი)
3. ნიკა ბერულავა (თბილისი)
3. გიგა შავაძე (ბოლნისი)
გუნდური ჩათვლა
1. გორი
2. ამბროლაური
3. თბილისი