გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის ონლაინსესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის რეგიონული სწავლების ცენტრის ონლაინსესიაში მიიღებს მონაწილეობას.
სესია იმ გამოწვევებს ეხება, რომელთა წინაშეც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ახალი ამბების სამსახურები დადგა. სესია ასევე შეეხება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ძირითად საფუძვლებს, რომელთა გამოყენებაც „კოვიდ-19“-ის პირობებში შესაძლებელია.
გიორგი გვიმრაძე შეკითხვებს უპასუხებს და ისაუბრებს, თუ როგორ გააშუქა „კოვიდ-19“-ის მსოფლიო პანდემია საქართველოს პირველმა არხმა.