გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის ონლაინსესიაში მიიღებს მონაწილეობას

20:41, 04.06.2020

საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის რეგიონული სწავლების ცენტრის ონლაინსესიაში მიიღებს მონაწილეობას.

სესია იმ გამოწვევებს ეხება, რომელთა წინაშეც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ახალი ამბების სამსახურები დადგა. სესია ასევე შეეხება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ძირითად საფუძვლებს, რომელთა გამოყენებაც „კოვიდ-19“-ის პირობებში შესაძლებელია.

გიორგი გვიმრაძე შეკითხვებს უპასუხებს და ისაუბრებს, თუ როგორ გააშუქა „კოვიდ-19“-ის მსოფლიო პანდემია საქართველოს პირველმა არხმა.

მსგავსი