გიორგი გუგავა - აწი ერთი ფასი აქვს, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევა, სამიკიტნოში, თუ ბუტკაში
ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირადო, აწი ერთი ფასი აქვს, პარლამენტში შევა, სამიკიტნოში, თუ ბუტკაში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილმა ბევრი იწვალა, ბევრი იცოდვილა და მაინც შეუერთდა „ქართულ ოცნებას“.
„იქ არის მისი ადგილი. ეს პარლამენტის მდგომარეობას ვერ შეცვლის, ის ერთპარტიულია, არალეგიტიმურია, აქედან გამომდინარე, ამითი არაფერი არ შეცვლილა“, – განაცხადა გუგავამ.
პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.